Air Force One / პრეზიდენტის თვითმფრინავი (ქართულად) |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: პრეზიდენტის თვითმფრინავი ორიგინალი დასახელება: Air Force One გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი რეჟისორი: ვოლფგანგ პეტერსენი როლებში: გლენ ქლოუზი, ჰარისონ ფორდი, გარი ოლდმენი, ვენდი კრიუსონი, ლიზელ მეთიუზი, ტომ ევერეთ სკოტი, უილიამ ხ. მეისი, ქსანდერ ბერქლი, პოლ გილფოილი, დინ სტოკუელი
ფილმის შესახებ: პრეზიდენტის თვითმფრინავი - ყველაზე დაცული ამერიკის ობიექტია. პრეზიდენტი ჩატარებული მოლაპარაკებიდან ბრუნდება მოსკოვიდან ოჯახთან და ადმინისტრაციასტან ერტად. მაგრამ როგორც კი თვითმფრინავი ჰაერში აფრინდება, მას ტერორისტების ჯგუფი დაესხმევა თავს, რომლებსაც სათავეში კომუნისტი კორშუნოვი უდგას. ის იმუქრება მძევლების მოკვლით, თუ კი მათი ლიდერი, გენერალი რადეკი არ იქნება განთავისუფლებული.პრეზიდენტს მოუწევს იბრძოლოს თავისი ახლობლების და კაცობრიობის მომავლისთვის გადასარჩენად.
|
|
Twinkle Twinkle Lucky Stars / ჩემი ყველაზე ბედნიერი ვარსკვლავი |
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჩემი ყველაზე ბედნიერი ვარსკვლავი
ორიგინალი დასახელება: twinkle twinkle lucky stars
გამოსვლის წელი: 1985
ჟანრი: დრამა, ბოევიკი, კომედია
რეჟისორი: სამო ჰუნგი
როლებში: Jackie Chan, Sammo Hung Kam-Bo, Sibelle Hu, Shui-Fan Fung
ფილმის შესახებ:
ორი გონგონგელი პოლიციელი რიკი და მაქსი ტოკიოში გაქცეული დამნაშავის საძებნელად მიდიან. ძიების დროს რიკის მოიტაცებს იაპონელი ბანდიტი. რიკის დასახსნელად კი მაქსს გონკონგიდან ჩამოსული პოლიციელი ლამაზმანი მის ვუ ეხმარება, რომლის შერკინებასაც იაპონელ მებრძოლებთან ძალიან ქრესტომატიულია ბოევიკური ჟანრისათვის
|
|
The Man Who Wasn't There / ადამიანი,რომელიც არ არსებობდა (ქართულად) |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ადამიანი,რომელიც არ არსებობდა ორიგინალი დასახელება: The Man Who Wasn't There გამოსვლის წელი: 2001 ჟანრი: დრამა, კრიმინალური რეჟისორი: ჯოელ კოენი როლებში: ბილი ბობ ტორნტონი, ფრენსის მაკდორმანდი, მაიკლ ბადალუკო, ჯეიმს განდოლფინი, კეტრინ ბოროვიცი, ჯონ პოლიტო, ...
ფილმის შესახებ: 1949 წელი, კალიფორნია. ფილმში მოთხრობილია ისტორია ადამიანზე, რომელიც ცდილობდა თავი დაეღწია ყოველდღიურობისაგან. ამ ისტორიაში არის ასახული ცოლ-ქმრული ღალატი, შანტაჟი, უბედური თამაში, სიკვდილი, რასიზმი.
|
|
Dangerous Liaisons / სახიფათო კავშირები (ქართულად) |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: სახიფათო კავშირები ორიგინალი დასახელება: Dangerous Liaisons გამოსვლის წელი: 1988 ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა რეჟისორი: სტივენ ფრირზი როლებში: ჯონ მალკოვიჩი, მიშელ პფაიფერი, კეანუ რივზი, სვუზი კერტცი, გლენ კლოუზი, მილდრედ ნეტვიკი, ...
ფილმის შესახებ: საფრანგეთი, XVIII საუკუნე. გატეხილი გული და დასახიჩრებული ბედისწერა. ვიკონტ ვალმონისა და მარკიზა დე მერტეის მიერ წამოწყებული სახიფათო თამაში, რომლის მსხვერპლნიც თავადვე ხდებიან.
|
|
The Sisterhood of the Traveling Pants 2 / თილისმა ჯინსები 2 (ქართულად) |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: თილისმა ჯინსები 2 ორიგინალი დასახელება: The Sisterhood of the Traveling Pants 2 გამოსვლის წელი: 2008 ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო, კომედია, მელოდრამა რეჟისორი: სანა ხამრი როლებში: ალექსის ბლედელი, ბლეიკ ლაივლი, ემბერ თემბლინი, რეიჩელ ნიკოლს, ჯესი უილიამსი...
ფილმის შესახებ: ოთხი ბავშვობის მეგობრის ისტორიის გაგრძელება,რომლებიც ბედისწერამ სხვადასხვა ადგილებში გადაფანტა და მხოლოდ სეკონდ ჰენდში ნაყიდი ჯინსები,რომელიც ხელიდან ხელში გადადის თილისმასავით იცავს მათ მეგობრობას.გავიდა 3 წელი...16 წლის გოგონები 19 წლის ლამაზმანებად იქცნენ...პირველი წელი კოლეჯში.პირველი საზაფხულო არდადეგები..ისინი კამათობენ და უყვარდებათ,საკუთარ თავში ახალ ტალანტებსა და შიშებს აღმოაჩენენ,სიყვარულის უნარს ამოწმებენ და ხვდებიან,რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია,როდესაც ნამდვილი მეგობრობის ძალა გფარველობს....
|
|
Volver / დაბრუნება (ქართულად) |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: დაბრუნება ორიგინალი დასახელება: Volver გამოსვლის წელი: 2006 ჟანრი: დრამა, კომედია რეჟისორი: პედრო ალმადოვარი როლებში: პენელოპა კრუზი, ბლანკა პორტილო, ქარმენ მაურა, ლოლა დუენიასი, იოჰანა კობო, ჩყს ლამპრივი, ...
ფილმის შესახებ: დედის და შვილის ისტორია, რომლებიც ესპანური პროვინციიდან, მადრიდში გადასახლდნენ. მშვენიერი ესპანელები, ლათინური ტანგოს ფონზე, თავიანთ ბედს ეძებენ და სიკვდილის სიძულვილს სწავლობენ.
|
|
Deux hommes dans la ville / ორნი ქალაქში (ქართულად) |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ორნი ქალაქში ორიგინალი დასახელება: Deux hommes dans la ville გამოსვლის წელი: 1973 ჟანრი: დრამა, კრიმინალური რეჟისორი: ჟოზე ჯოვანი როლებში: ჟან გაბენი, ალენ დელონი, მიმზი ფარმერი, ვიკტორ ლანუ, სესილ ვასორი, ილარია ოკჩინი, ...
ფილმის შესახებ: ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს.
|
|
The Crossing / გადაყვანა (ქართულად |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: გადაყვანა ორიგინალი დასახელება: The Crossing გამოსვლის წელი: 2000 ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია, ისტორიული, საომარი როლებში: როჯერ რისი, ჯეფ დენიელსი, სტივენ მაკკარტი, სებასტიან როში, ჯონ ჰენრი ქენავანი....
ფილმის შესახებ: 1776 წელო, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერიდან დაახლოვებით ნახევარი წლის შემდეგ, კონტინენტალური არმია გენერალი ჯორჯი ვაშინგტონის მეთაურობით იყვნენ სასტიკი დამარცხების სზღვარზე...
|
|
ფიროსმანი |

ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ფიროსმანი გამოსვლის წელი: 1969 ჟანრი: დრამა დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია სცენარის ავტორები: ერლომ ახვლედიანი, გიორგი შენგელაია დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, კონსტანტინე აპრიატინი, დუდარ მარგიევი დამდგმელი მხატვრები: ავთანდილ ვარაზი, ვასილ არაბიძე კომპოზიტორები: ვახტანგ კუხიანიძე, ნოდარ გაბუნია ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი მემონტაჟე: მანანა ყარალაშვილი მონაწილეობენ: ავთანდილ ვარაზი (ფიროსმანი), დოდო აბაშიძე, ზურაბ ქაფიანიძე (უშანგი), თეიმურაზ ბერიძე, ბორის წიფურია (დიმიტრი), შოთა დაუშვილი, მარგო გვარამაძე, ნინო სეთურიძე, როზალია მინჩინი, გივი ალექსანდრია, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, ამირ კაკაბაძე, სამსონ სულაკაური, გიორგი ჟუჟუნაშვილი, ია ხობუა (ნათლიდედა)
ფილმის შესახებ: მირზაანიდან თბილისში ჩამოსულმა თვითნასწავლმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანაშვილმა ერთხანს მატარებლის გამყოლად იმუშავა, მერე დუქანი გახსნა, მაგრამ ვაჭრობას ალღო ვერ აუღო და დუქნების მოხატვას მიჰყო ხელი. ნაშოვნ გროშებს საღებავსა და ჭიქა ღვინოში ხარჯავდა, კაფე-შანტანის ფრანგ მოცეკვავე ქალზე, მარგარიტაზე ოცნებობდა... ერთხელ დუქანში შესული მხატვრები ნიკალას ნამუშევრებით დაინტერესდნენ, კითხვა-კითხვით მიაკვლიეს და მხატვართა საზოგადოების შეკრებაზე მიიწვიეს. გახარებულ ნიკალას პროფესიონალებთან გასაუბრების საშუალება მიეცა, მაგრამ მხატვრებმა ფიროსმანის ხელოვნება არ აღიარეს და გაზეთში მისი კარიკატურა გამოაქვეყნეს. მარტოსულმა, ავადმყოფმა ნიკალამ სიღატაკეში დალია სული.
|
|
ტბა |

ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ტბა გამოსვლის წელი: 1998 ჟანრი: დრამა დამდგმელი რეჟისორი: კახაბერ (კახა) კიკაბიძე სცენარის ავტორი: კახაბერ (კახა) კიკაბიძე დამდგმელი ოპერატორები: კახა ჭელიძე, ჯონი ყურაშვილი დამდგმელი მხატვრები: გუგა კოტეტიშვილი, თამარ ფოცხიშვილი კომპოზიტორი: გიორგი ცინცაძე ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი მემონტაჟე: ხატია რაჭველიშვილი მონაწილეობენ: დიმიტრი (დიტო) შველიძე (ზურა), ირაკლი მშვილდაძე (გასანა), ნათია გოგოჭური (დედა), ალინა ნოზაძე (თამარი), ნინა იოფე (ლუსია), ბესიკ კვიჭინაძე (ზაზა), დავით ჩხენკელი (გაროხა), ზვიად ბურჭულაძე (აყლაყუდა), მამუკა მიქაბაძე (დიდთვალება), დავით დევდარიანი (კრისა), ლევან ისაკაძე (ქერა), ლაშა ხუციშვილი (ვაზგენა), ლია კაპანაძე, ციცო კაპანაძე, ირინა კახიძე, თამუნა კახიძე, სალომე გოგიჩაიშვილი, ნიკა ქიმერიძე, თეკლა ღამბაშიძე, პაატა მართალიშვილი, გიგი სულაშვილი, კოკა კვინიკაძე, დათო შაიშმელაშვილი, თინა შიშინაშვილი, ნათია რაზმაძე, მაკა მუნჯიშვილი, დიტო ლალებაშვილი, ლალი ჯიხოშვილი, მაია კვირცხაია, დოდონა გურგენიძე, ნათია ღვინიაშვილი, გიორგი (გოგი) მიქელაძე, ლექსო რეხვიაშვილი, დათო კუსრაშვილი, თამაზ ჯანიკაშვილი, კოტე ბურჯანაძე, ხრისტო ფილიევი, ნოდარ სოხაძე, ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
ფილმის შესახებ: ზურას მამას მოუკლავენ. დედა ბიჭს სოფელს გამოარიდებს და ქალაქში გადმოსახლდება. მამის სიკვდილი ზურას ფსიქიკას სამუდამო დაღს დაასვამს. იგი "ყოჩი ბიჭის" ნიღაბს აიფარებს, თანაკლასელებს თავის ნებაზე ათამაშებს, სკოლის ლიდერი გახდება, თუმცა საკუთარ თავთან დარჩენილი ეული და მარტოსულია. მაგარი ბიჭის თამაშს დიდხანს ვერ შეძლებს. პოზიციას დათმობს. შარავანდედშემოძარცვულ ზურას თანაკლასელები ზურგს შეაქცევენ.
|
|
|